Wednesday, October 21, 2009

ახალი წელი ფშავ-ხევსურეთში


საღამო ჟამს დიასახლისი შეუდგებოდა საახალწლო კვერების გამოცხობას. პირველად გამოაცხობდნენ ბასილას, რომელსაც გრძელი წვერი და ნიგვზის თვალები ჰქონდა. შემდეგ აცხობდნენ: "ხარის ქედის" მრგვალ კვერებს, ცხვრის "ბუჟუნას", რომლის ცომსაც სახრეზე დაახვევდნენ და ისე გამოაცხობდნენ, "ბედის პური" ცხვებოდა დიდი და შიგ ატანდნენ თეთრ აბაზიანს.

შემდეგ დიასახლისი აცხობდა "ბანის პურებს" და "ქათამ-წიწილას" პურებს, რომელსაც ვაშლის ფორმა ჰქონდა და გარშემო ცომის უკეთებდნენ. აცხობდნენ სამეურნეო იარაღების ბედის კვერებსაც.: ცელს, გუთანს,პურის ორმოს, ქერისას და დიკისას.

ამის შემდეგ სახლის უფროსი კვერებს საახალწლო ტაბლაზე დაალაგებდა. შუაში ესვენა ბასილა, რომელსაც ხელები გულზე ჰქონდა გადაჯვარედინებული. თავთან და ფეხებთან ბასილას ბანის პურებს დაუდებდნენ. ტაბლაზე დადებდნენ თაფლიან ჯამს, ჰალვას, გოზინაყს და ტყვიას. ამ ტაბლას ოჯახის უფროსი კერასთან მიდგამდა.

მამლის ყივილისას ამ ტაბლას აიღებდა, ავიდოდა სახლის ბანზე და დარბაზის გვირგვინს სამჯერ შემოუვლიდა ლოცვით; "ერდოსა შენსა შემოვდგი ფეხი, ჩემო ცოლშვილო გწყალობდეს ღმერთი, ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისა, გწყალობდეს წმ. ბასილას მადლი."

Monday, October 19, 2009


ჩინური ახალი წელი (ჩინური: 春節, 春节, ჩუნჯიე; 農曆新年, 农历新年, ნონგლი ხინნიან; ან 過年, 过年, გუონიან) ასევე ცნობილი როგორც მთვარის ახალი წელი, ან გაზაფხულის ფესტივალი, ჩინურ ტრადიციულ დღესასწაულთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანია. ის მოიცავს დღესასწაულთა მთელ სერიას, დაწყებული ახალი წლის დადგომიდან, რომელიც აღინიშნება ჩინური კალენდრის წლის პირველი თვის პირველ დღეს, ანუ, ზამთრის ბუნიობის შემდეგ მეორე ახალი მთვარის დღეს, და დამთავრებული ფარნების ფესტივალით (თვის მეთხუთმეტე დღეს).

Wednesday, October 7, 2009

ჩემს შესახებ


გამარჯობა. მე ვარ ლიკა ოღლიშვილი.19 წლის, დავიბადე 1990 წლის 14 თებერვალს.სკოლა დავამთავრე კახეთში,სოფელ ველისციხეში.მყავს ოჯახი:მშობლები და და-ძმა.ამჟამად ვცხოვრობ თბილისში.ვსწვლობ ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში მესამე კურსზე,შევისწავლი საბანკო-საფინანსო საქმეს და ჟურნალისტიკას.ვფიქრობ,საინერესო და მომგებიანია ამ პროფესიების თანხედრა. დაინტერტესებუყლი ვარ ფოტოჟურნალისტიკით და ქართული-ხალხური ცეკვებით.