გერმანიაში-სტუმრები თეფშებს ამსხვრევენ. ახალდაქორწინებულები კი ნამსხვრევებით მოფენილ იატაკს გვიან, რათა მათ სახლში მეტი აღარაფერი გატყდეს. დაქორწინებულ პატარძალს მეფის მეჯვარე ,,იტაცებს’’ და ლუდხანაში მიჰყავს. იქამდე ასმევს ლუდს, ვიდრე მას ქმარი არ იპოვნის და არ გადაიხდის იმ ლუდის საფასურს, რომელიც მისმა ახალშერთულმა ცოლმა დალია.იაპონიაში - პატარძალი, ცერემონიალის დროს, მინიმუმ, სამჯერ მაინც იცვლის საქორწინო სამოსს: ჯერ იცვამს თეთრ კიმონოს, მერე_წითელს და ბოლოს_ ევროპულ საქორწინო კაბას.
ჩინეთში - სარძლოც და სასიძოც წითელ ტანსაცმელს იცვამენ და ოთახსაც წითლად რთავენ, იმიტომ, რომ ჩინელებისთვის წითელი ფერი ბედნიერების მომტანია. ჩინელებს, ისევე, როგორც ქართველებს, ჰყავთ თამადა, რომელიც, ფაქტობრივად, არ ჩუმდება და უშუალოდ ხელმძღვანელობს უშველებელი ტორტის გაჭრას. ის აუცილებლად ქვემოდან ზემოთ უნდა გაიჭრას (და არა პირიქით), ახალდაქორწინებულები საქორწინო ბეჭდებს ცვლიან, მაგრამ ჯერ იკეთებენ მარჯვენა ხელზე. ერთი თვის შემდეგ კი, მარცხენაზე გადააქვთ.
შვეიცარიაში - ქორწილის დღეს ახალგაზრდა წყვილი თავისი სახლის ეზოში პატარა ნაძვს რგავს_ ბედნიერების, სიმდიდრისა და წარმატების სიმბოლოდ. რაც უფრო დიდხანს იცოცხლებს ხე, მით უფრო მყარი იქნება ოჯახი.იემენში - ყველაზე დიდი მნიშვნელობა მუსიკას ენიჭება. ცერემონიალზე მუსიკოსების განუსაზღვრელი რაოდენობა იყრის თავს, რომლებიც შეუსვენებლად უკრავენ, რათა პატარძალმა არ მოიწყინოს.
No comments:
Post a Comment