
სიტყვა "ფოტოგრაფია" მომდინარეობს ბერძნულიდან φώς (ფოს) "სინათლე" + γραφίς (გრაფის) "სტილუსი", "ფუნჯი" ან γραφή (გრაფე) "გამოსახვა ხაზების მეშვეობით" ან "ხაზვა", რაც ერთად ნიშნავს "სინათლის ხაზვას." ტრადიციულად, ფოტოგრაფიის პროდუქტს ნეგატივებს და ფოტოგრაფებს უწოდებდნენ, შემოკლებით კი, ფოტოებს.ფოტოგრაფიის გამოგონებას წინ უძღოდა ვერცხლის ნიტრატის შუქმგრძნობიარობის დადგენა, რაც თავდაპირველად გერმანელმა მეცნიერმა ი.შულცმა აღმოაჩინა 1727 წელს. 1802 წელს ინგლისელმა ტ.უეჯვუდმა გამოსახულება მიიღო ისეთ ქაღალდზე, რომელიც გაჟღენთილი იყო ვერცხლის ნიტრატის ხსნარით, მაგრამ ვერ მონახა გამოსახულების დამაგრების ხერხი.ფოტოგრაფიის გამოგონების თარიღად ითვლება 1839 წლის 19 აგვისტო, როცა პარიზის მეცნიერებათა აკადემიაში ფიზიკოსმა დ.არაგომ განაცხადა, რომ ლ.დაგერმა და ჟ.ნიეპსმა ერთობლივად შეიმუშავეს გამოსახულებათა მიღების ხერხი, რომელსაც მოგვიანებით დაგეროტიპია უწოდეს. კამერა-ობსკურაში ექსპონირების შემდეგ ფარულგამოსახულებიანი ფირფიტა მჟღავნდებოდა ვერცხლის წყლის ორთქლით. გამჟღავვნებული გამოსახულება ფიქსირდებოდა ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით. ამის შედეგად ფირფიტის არეკვლილ სინათლეზე დათვალიერებისას მასზე ჩანდა პოზიტიური გამოსახულება (დაგეროტიპი), რომლის გამრავლება შეუძლებელი იყო.
No comments:
Post a Comment