Tuesday, December 22, 2009

ინტერნეტ-ტელევიზია



ინტერნერტი უკვე გვთავაზობს ტელევიზიას და რადიოს.შემდეგ საიტებზე შესაძლებელია ნიუსაბის ნახვა და მოსმენა.nettv.ge,www.conference.ge/top.ge და www.iptv.ge ამ საიტზე შესაძლებელია სხვადასხვა ტელე არხებიადან ამოღებული გადაცემების ნახვა.ინტერნეტ-ტელევიზია განვითარების საფეხურზეა და შესაძლებელია მან უფრო მეტი მაყურებელი მოიზიდოს.ტელე არხები დიდი ხანია ფუნქციონირებენ და აქვთ ასევე ინტერნეტსაიტები,მიუხედავად ამისა ახალი ინტერნეტ ტელევიზია განსხავებულ ფორმტს გვთავაზობს და შესაბამისად მეტ ინტერესს გამოიწვევს.

ინტერნეტ რადიოს მოსმენა ასევე შესაძლებელია ონლაინით.www.radio.ge/www.live365.commobile.crack.ge/main/symbian/internet/1003-internet-radio-v116.html.და რადიო მაუწყებლობის მსგავსად ფუნქციონირებს.

Monday, December 21, 2009

ფოტოს ისტორია



თავდაპირველად ფოტოს მიზანი იყო პორტრეტური ან ნატურული გამოსახულებების მიღება დროის იმ პერიოდში.რომელიც გაცილებთ ნაკლები იქნებოდა იმ დროზე,რაც დასჭირდებოდა მხატვარს იმავე მიზნის მისაღწევად.თავისი განვითარებისა და სრულყოფის პროცესში გამომსახველობითი ფოტო იქცა ხელოვნების დამოუკიდებელ სახეობად-ფოტოხელოვნებად.
ფოტოგრაფიის განვითარებაში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა გერმანელი მეცნიერის ჰ.ფოგელის მიერ ოპტიკური სენსიბილიზაციის აღმოჩენას (1873). ფოტოგრაფიის განვითარებაში ახალი ეტაპია კამერა-ობსკურიდან გადასვლა ფოტოგრაფიულ აპარატზე, რომელსაც ჰქონდა სპეციალურად გაანგარიშებული ფოტოგრაფიული ობიექტივი (იგი 1840 წელს შექმნა უნგრელმა მეცნიერმა ი.პეცვალმა). ფოტოგრაფიული ოპტიკის განვითარების შემდგომ პერიოდში მიმდინარეობდა ობიექტივის თვისებებისა (ათი შუქ-ჩრდილის გაზრდა, აბსერვაციის შემცირება და ა.შ.) და ფოტოაპარატის სრულყოფა (მისი ზომებისა და მასის შემცირება, მისი გამოყენების შესაძლებლობების გაფართოება). მძიმე და ვეებერთელა საპავილიონო და საგზაო კამერები (ისინი აუცილებლად შტატივზე უნდა ყოფილიყო დამაგრებული) თანდათან შეცვალა მცირეფორმატიანმა ფოტოაპარატებმა, რომელთაც მუშაობის გასაადვილებლად ჰქონდათ სხვადასხვა დამხმარე მოწყობილობა. პროფესიონალთა და მოყვარულთა ფოტოაპარატების სრულყოფასთან ერთად ვითარდებოდა სპეციალიზებული აპარატების (სარეპროდუქციო, აეროფოტოაპარატი, ასტროგრაფი და სხვა.) კონსტრუირება.

Wednesday, December 16, 2009

ინტერნეტ-ტელევიზია

www.iptv.ge.itv.ucoz.net/www.conference.ge.www.navigator.ge.top.ge ეს ინტერნეტ საიტები გვთავაზობენ სატელევიზიო გადაცემებს და ახალ ამბებს.თითქმის ყველა ტელეარხს აქვს თავისი ინტერნეტ-საიტი,რაც წარმატების ნიშანია და არ ივალისწინებს კონკურენტობის გაწევას.ინრეტნეტ რადიოც იწყებს განვითარებას.

ფოტოს ისტორია



სიტყვა "ფოტოგრაფია" მომდინარეობს ბერძნულიდან φώς (ფოს) "სინათლე" + γραφίς (გრაფის) "სტილუსი", "ფუნჯი" ან γραφή (გრაფე) "გამოსახვა ხაზების მეშვეობით" ან "ხაზვა", რაც ერთად ნიშნავს "სინათლის ხაზვას." ტრადიციულად, ფოტოგრაფიის პროდუქტს ნეგატივებს და ფოტოგრაფებს უწოდებდნენ, შემოკლებით კი, ფოტოებს.ფოტოგრაფიის გამოგონებას წინ უძღოდა ვერცხლის ნიტრატის შუქმგრძნობიარობის დადგენა, რაც თავდაპირველად გერმანელმა მეცნიერმა ი.შულცმა აღმოაჩინა 1727 წელს. 1802 წელს ინგლისელმა ტ.უეჯვუდმა გამოსახულება მიიღო ისეთ ქაღალდზე, რომელიც გაჟღენთილი იყო ვერცხლის ნიტრატის ხსნარით, მაგრამ ვერ მონახა გამოსახულების დამაგრების ხერხი.ფოტოგრაფიის გამოგონების თარიღად ითვლება 1839 წლის 19 აგვისტო, როცა პარიზის მეცნიერებათა აკადემიაში ფიზიკოსმა დ.არაგომ განაცხადა, რომ ლ.დაგერმა და ჟ.ნიეპსმა ერთობლივად შეიმუშავეს გამოსახულებათა მიღების ხერხი, რომელსაც მოგვიანებით დაგეროტიპია უწოდეს. კამერა-ობსკურაში ექსპონირების შემდეგ ფარულგამოსახულებიანი ფირფიტა მჟღავნდებოდა ვერცხლის წყლის ორთქლით. გამჟღავვნებული გამოსახულება ფიქსირდებოდა ნატრიუმის ქლორიდის ხსნარით. ამის შედეგად ფირფიტის არეკვლილ სინათლეზე დათვალიერებისას მასზე ჩანდა პოზიტიური გამოსახულება (დაგეროტიპი), რომლის გამრავლება შეუძლებელი იყო.

Wednesday, December 9, 2009

ერთი დღე ჩემი ცხოვრებიდან


  
   ყველა დღეს თავისი ხიბლი აქვს.ის დღეც გამორცეული იყო ჩემთვის.ბეთანიაში ვიყავი ექვსკურსიაზე მრევლთან ართად.როგორც ყოველთვის,დიდ შთაბაჭდილებას ახდენს ისტორიული ძეგლების ნახვა ადამიანზე,ამიტომ დღემდე დაუვიწყარია დიდებული ძეგლის ნახვით გამოწვეული ემოცია.
     ბეთანია მეთორმეტე_მეცამეტე საუკუნეების ძეგლია.რესტავრირებული მეცხრამეტე საუკუნეში,თუმცა შენარჩუნებული აქვს ძველი იერსახე.აქაა უძველესი ფრესკები.ტაძრის კედელი ინახავს თამარ მეფის ისტორიულ სახეს.
     მონასტრამდე მიმავალი გზა საკმაოდ დიდია და მეგობართათვის სახალისო.ეკლესიის მოლოცვის შემდეგ დღე ლხინით გაგრძელდა.შემდეგ კი ყველაფერი ჩვეულებისამებრ დასრულდა
.

Wednesday, December 2, 2009

საპატრიარქოს ტელევიზია და ინტერნეტ საიტი

საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება თითქმის ერთი წელია მაუწყებლობს,მის ყოველდღიური ანონსს შესაძლებელია თვალი ვადევნოთ საიტის საშუალებითაც.განსხვავება,რა თქმა უნდა,შესამჩნევია. ტელევიზია საკმაოდ ცოცოხალი სისტემაა და იგივე ინფორმაციის ინტერნეტით მიწოდებას საკმაოდ დიდ კონკურენციას გაუწევს.საიტი ზუსტად აღწეს იმ გადაცემებს და ახალ ამბებს,რასაც ტელევიზია აშუქებს.www.ertsulovneba.ge და ტელევიზია რელიგიური საკითხების გარდა კულტუტის სფეროსაც ეხება.არ არის გადატვირთული რეკლამებით და ძირითადად დროს ლოცვებს და ქადაგებებს უთმობს.

Monday, November 30, 2009

სტუდენტთა გამოკითხვა

თვითმმართველობა აქტიურ ღონისძიებებს ატარებს სტუდენტთა აზრის გასაგებად.დაახლოვებით 1200 პირველ კურსელი გამოკითხეს ტესტირების სახით,რათა დაადგინონ თუ რას ითხოვენ ისინი თვითმმართველობისგან.როგორც ღმოჩნდა სტუდენტთა უმეტესობა ცეკვებისა და სიმღერების შესწავლითაა დაინტერესებული.ამგვარი წრეების შექმნა გარკვეულ თანხებთანაა დაკავშირებული.უნივერსიტეტის ადმინისტრაცია სრულიად თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან და სტუდენტურ კლუბებს მხოლოდ თვითმმართველობა აფინანსებს.უახლოეს მომავალში იგეგმება სილამსზის კონკურსის და შიდა საუნივერსიტეტო სპორტული შეჯიბრების ჩატარება.

Wednesday, November 25, 2009

ქორწინების ტრადიციები

გერმანიაში - სტუმრები თეფშებს ამსხვრევენ. ახალდაქორწინებულები კი ნამსხვრევებით მოფენილ იატაკს გვიან, რათა მათ სახლში მეტი აღარაფერი გატყდეს. დაქორწინებულ პატარძალს მეფის მეჯვარე ,,იტაცებს’’ და ლუდხანაში მიჰყავს. იქამდე ასმევს ლუდს, ვიდრე მას ქმარი არ იპოვნის და არ გადაიხდის იმ ლუდის საფასურს, რომელიც მისმა ახალშერთულმა ცოლმა დალია.იაპონიაში - პატარძალი, ცერემონიალის დროს, მინიმუმ, სამჯერ მაინც იცვლის საქორწინო სამოსს: ჯერ იცვამს თეთრ კიმონოს, მერე_წითელს და ბოლოს_ ევროპულ საქორწინო კაბას.
ჩინეთში - სარძლოც და სასიძოც წითელ ტანსაცმელს იცვამენ და ოთახსაც წითლად რთავენ, იმიტომ, რომ ჩინელებისთვის წითელი ფერი ბედნიერების მომტანია. ჩინელებს, ისევე, როგორც ქართველებს, ჰყავთ თამადა, რომელიც, ფაქტობრივად, არ ჩუმდება და უშუალოდ ხელმძღვანელობს უშველებელი ტორტის გაჭრას. ის აუცილებლად ქვემოდან ზემოთ უნდა გაიჭრას (და არა პირიქით), ახალდაქორწინებულები საქორწინო ბეჭდებს ცვლიან, მაგრამ ჯერ იკეთებენ მარჯვენა ხელზე. ერთი თვის შემდეგ კი, მარცხენაზე გადააქვთ.

შვეიცარიაში - ქორწილის დღეს ახალგაზრდა წყვილი თავისი სახლის ეზოში პატარა ნაძვს რგავს_ ბედნიერების, სიმდიდრისა და წარმატების სიმბოლოდ. რაც უფრო დიდხანს იცოცხლებს ხე, მით უფრო მყარი იქნება ოჯახი.იემენში - ყველაზე დიდი მნიშვნელობა მუსიკას ენიჭება. ცერემონიალზე მუსიკოსების განუსაზღვრელი რაოდენობა იყრის თავს, რომლებიც შეუსვენებლად უკრავენ, რათა პატარძალმა არ მოიწყინოს.

Tuesday, November 24, 2009

ოცნების ქალაქი
















ჩემი ოცნების ქალაქია ლუვრი.
ვფიქრობ,ერთ-ერთი საუკეთესო და ულამაზესი ქალაქია მსოფლიოში.აქ არის დაცული უდიდესი ხელოვნების ნიმუშები.რაც ალბათ იზიდავს ტურისტებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან.მუზეუმს აქვს საიტი www.louvre.რომლის საშუალებითაც ცდილობს დაადგინოს ვიზიტორების შესაძლო რაოდენობა.რაც ყოველ წელს მატულობს.

Tuesday, November 17, 2009

Wednesday, November 11, 2009

რუსული საიტები ომის შესახებ წერენ

რუსულ-ქართული ომის დროს ქართველებისთვის ხელმიუწვდომელი იყო რუსული საინფორმაციო საიტებით სარგებლობა.ომის შემგდომ პერიოდში განახლებულმა ინტერნეტ-კავშირმა შესაძლებლობა მოგვცა თვალი გვედევნებინა იმ ფაქტებისა და შეფასებებისთვის,რომელსაც დასულ წელს მეზობელი ქვეყანა აკეთებდა. რუსული საიტები http://www.planeta.ru/, http://www.russia.ru/ru/ ,ომის ამბებს აშუქებს.არცერთი საიტი არ იძლევა სრულყოფილ ინფორმაციას.თითქმის ყველა ნაწილობრივ აშუქებს ომის ამბავს.აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არსად არ არის ნახსენები საერთაშორისო დამკვირვებლების მონაცემები,მცირეა ინფორმაცია http://www.russia.ge-ზე.შდარებით/ გულუხვია http://www.gazeta.ge/ და ორმოცამდე ნიუსია განთავსებული .ომის პირველ დღეს თითქმის ყველა რუსული საიტი აშუქებს ამბებს.ხოლო შემდეგ დღეებში მცირდება ნიუსების რაოდენობა.www.planeta.ru-ს არქივი მთელი აგვისტოს სტატიებს ინახავს.50 მდე ნიუსი შესაძლებლობას გვძლევს,ვივარაუდოთ,რომ ომის პერიოდში საკმაოდ ეფექტურად ფუნქციომირებდა საიტის ნიუს-სამსახური.

სტუდენტური თვითმმართველობა

        საქართველოს ყველა უმღლეს სასწავლებელში ფუნქციონირებს სტუდენტური თვითმმართველობა.ესაა სტუდენტური საბჭო,რომელსაც განსაკუთრებული ვალდებულებები აქვს უნივერსიტეტის სტუდანტთა წინაშე.

        სტუდენურ თვითმმართველობას ნებაყოფლობით ირჩევენ შესაბამისი ფაკულტეტის  სტუდენტები.                                                                                                                        საქართველოს კანონის "უმაღლესი განათლების შესახებ" 45-ე მუხლში მოცემულია ვალდებულებები,რომელთა აღსრულებაც ევალება სტუდენტურ თვითმმართველობას.ის უზრუნველყოფს სტუდენტთა მონაწილეობას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვაში,ხელს უწყობს სტუდეტთა უფლებების დაცვას.                                      

       სტუდენტურ თვითმმართველობას უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს სწავლის ხარისხის გასაუჯობესებლად   უნივერსტეტის მიერ გატარებულ ღონისძიებებში. 

სტუდენტური თვითმმართველობა

         

Wednesday, November 4, 2009

საინფორმაციო საიტების რეზიუმი

საინფორმაციო საიტი http://www.presa.ge/ განიხილავს პოლიტიკურ,ეკონომიკურ და კულტურულ საკითხებს.

13:53, 03.11.2009
საქართველო რუსული პროდუქტის გარეშე!
- ბალტიური თევზის კონსერვი ხომ არ გაქვთ?– ბალტიური არა მაქვს, რუსულს არ ინებებთ?- არა, რუსული არ მინდა...

13:00, 03.11.2009
ლეიბორისტებს კონკურენტები გამოუჩდნენ
სოციალ-დემოკრატებს, არც ნატო-ში უნდათ, მაგრამ არც ნატო-ს გარეთ უნდათ

10:31, 04.11.2009
პროფკავშირები და პროლეტარები სალარო აპარატების წინააღმდეგ
საგადასახადოს მიგზავნილი თანამშრომლების ხაფანგში ის წვრილი ფირმები ხვდებიან, რომლებიც სალარო აპარატს, უბრალოდ ვერ იყენებენ

10:53, 03.11.2009
ბანკებმა ლაგამი ცოტათი მოუშვეს
ბანკებში ლიბერალურმა ნიავქარმა დაჰბერა. თუმცა განაკვეთების შემცირების მიუხედავად, ბანკები სიფრთხილეს ისევ იჩენენ, ამიტომ უახლოეს მომავალში სესხის გაცემის პირობების გამარტივებას არ უნდა ველოდოთ 10:31, 04.11.2009
პროფკავშირები და პროლეტარები სალარო აპარატების წინააღმდეგ
საგადასახადოს მიგზავნილი თანამშრომლების ხაფანგში ის წვრილი ფირმები ხვდებიან, რომლებიც სალარო აპარატს, უბრალოდ ვერ იყენებენ

10:53, 03.11.2009
ბანკებმა ლაგამი ცოტათი მოუშვეს
ბანკებში ლიბერალურმა ნიავქარმა დაჰბერა. თუმცა განაკვეთების შემცირების მიუხედავად, ბანკები სიფრთხილეს ისევ იჩენენ, ამიტომ უახლოეს მომავალში სესხის გაცემის პირობების

14:04, 03.11.2009
ილია მეორე: ”ეს ანტიეკლესიური კამპანია, უპირველეს ყოვლისა საშიშია თვითონ სახელმწიფოსთვის”
”ზოგიერთი, რა თქმა უნდა, მტერი საქართველოს ეკლესიისა, ეძებს ნაკლს, რომელიც თითქოს მარტო ჩვენშია, მათში არ არის, ასე გამოდის; ეძებს ნაკლს და ეკლესიის წინააღმდეგ, იყენებს პრესას, ტელევიზიას, რადიოს”

15:38, 03.11.2009
11:10, 02.11.2009
დესტრუქციული ვიშვიში საქართული აზარტული ზედმეტობები
ერთ მთვრალ მეფსონეს ხმამაღლა უთქვამს: - “რეალზე ფულს რა დამადებინებს, მაგის თარსი დედაც... ვერ გამიგია ხალხი მაგ გუნდს როგორ გულშემატკივრობსო”... მერე “რეალის” ქომაგებს გამოუდვიათ თავი და გაწევ-გამოწევა იქ უნდა გენახათ...


დირიჟორო პულტის გარშემო

კულტურის მინისტრმა არ შეიძლება ყველა დარგის ყველაფერი იცოდეს. ამისათვის არსებობენ კარგი მრჩევლები, რომლებიც, როგორც ირკვევა, ასევე არ გვყავს
ინტერნეტ საიტი
http://www.ambebi.ge/ ინფორმაციული ხასიათისაა.სტატიებში განხილულია ფოლიტიკურის,ეკონომიკის და კულტურის საკითხები.
14:07 / 04-11-2009
გრიგოლ ვაშაძემ რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმის შესახებ განცხადება დაწერასაქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმის შესახებ განცხადება დაწერა

10:11 / 05-11-2009
საქართველო რუსების გონებაზე გავლენას ახდენს? Telegrphროგორც სჩანს, საქართველოს რუსეთთან ბრძოლა კულტურულ ფრონტზე გადააქვს იმ ორი ინიციატივით, რომელთა მიზანიც აშკარად, რუსეთის მეამბოხე რეგიონთან ჩრდილო-კავკასიასთან, ასევე უშუალოდ საქართველოს სამხრეთ-კავკასიელ მეზობლებთან სომხეთთან და აზერბაიჯანთან დაკავშირება და მათთან აქტიური კომუნიკაციაა.
რატომ დაითხოვეს დავით ოქიტაშვილი? 25 ოქტომბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში "რივერდანსის" მიერ გამართული წარმოდგენის შემდეგ ჩვენი გაზეთის წინა ნომერში ვიკითხეთ: ეს კონცერტი გაუგებრობა იყო თუ კულტურის სამინისტროს ბლეფი?

09:00 / 05-11-2009
"პანკისში რეალურად იმყოფებიან ე.წ. ვაჰაბიტები" ტაზბაევი დაპირისპირებული იყო ჩეჩნების ერთ ჯგუფთან, რომლის წევრებიც თავს წინააღმდეგობის მებრძოლთა წარმომადგენლებად ასაღებდნენ. თუმცა, მათთან კავშირის შესახებ ინფორმაცია თავად ხელმძღვანელობამ უარყო.
16:42 / 04-11-2009
სოზარ სუბარი გაერო-ს ადამიანის უფლებათა დამცველი უმაღლესი კომისრის მრჩეველთა საბჭოს წევრად აირჩიეს ”ალიანსი საქართველოსთვის” თანათავმჯდომარე, ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი, გაერო-ს ადამიანის უფლებათა დამცველი უმაღლესი კომისრის მრჩეველთა საბჭოს წევრად აირჩიეს.
09:00 / 04-11-2009
მშრალი ხიდის "სერვიზცენტრი"საკომუნიკაციო, ენერგოსექტორისა და სამშენებლო ბიზნესთან ერთად, ყაზახი მეწარმეები საქართველოში, ოჯახებში შემონახული ძვირფასი ფაიფურის ჭურჭლითაც დაინტერესდნენ.
14:48 / 04-11-2009
ბაფეტმა ამერიკის რკინიგზა 44 მლრდ დოლარად შეიძინა საინვესტიციო კომპანია ”Berkshire Hathaway”-მ, რომელიც მილიარდერი უორენ ბაფეტის საკუთრებაა,
13:53 / 04-11-2009
”General Motors”-ი ”Opel”-ს აღარ გაყიდის ამერიკული ავტომწარმოებელი კორპორაციის ”General Motors”-ის დირექტორთა საბჭომ გადაწყვიტა, ”Opel”-ის აქციები აღარ გაყიდოს და ამგვარად წერტილი დაუსვას მრავალთვიან მოლაპარაკებებს,
09:00 / 03-11-2009
როგორ იხარჯება დონორების ფული ბრიუსელის დონორთა კონფერენციიდან, სადაც საქართველოსთვის 4,5 მილიარდი დოლარის (63% - დაახლოებით 2,8 მილიარდი დოლარი, კრედიტია, დანარჩენი კი გრანტები) გამოყოფის საკითხი გადაწყდა, ერთი წლის შემდეგ 1,2 მილიარდი დოლარია ათვისებული.
13:39 / 02-11-2009
ზურაბ ტყემალაძე - თამბაქოზე სააქციზო გადასახადის გაზრდა პრეზიდენტის ინიციატივას ეწინააღმდეგება საუბარია პრეზიდენტის იმ ინიციატივაზე, რომელიც გადასახადების გაზრდასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას ეხება


10:24 / 04-11-2009
ჟორდანიას მეგობრები “დინამოს” დაბრუნებას გეგმავენთბილისის “დინამოსა” და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის, მერაბ ჟორდანიას განცხადებით, უახლოეს მომავალში მისი მეგობრები, ანუ ის ხალხი ვინც თავის დროზე “დინამოს” სათავეში ედგა,
დაწვრილებით...
10:34 / 04-11-2009ბუფონმა დვალიშვილი არ გაახარა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ფორვარდი ვლადიმერ დვალიშვილი ტურინის “იუვენტუსის” გოლკიპერ ჯანლუიჯი ბუფონს მოკლე ხანში მესამედ “გადაეყარა”, თუმცა, მისი კარის დალაშქვრა ამჯერადაც ვერ მოახერხა.
10:31 / 04-11-2009
ნანა ძაგნიძე: “ 2009 წლის შედეგით კმაყოფილი ვარ” შეგახსენებთ, რომ ნოვი სადში (სერბეთი) დასრულებულ მოჭადრაკე ქალთა ევროპის 2009 წლის გუნდურ ჩემპიონატზე, ნაკრების ლიდერ მაია ჩიბურდანიძის გარეშე მოასპარეზე საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზე გავიდა და ჩემპიონ რუსეთს,
10:08 / 04-11-2009
კუპერს “მალაგა” ეპატიჟება ჯერ კიდევ საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ექტორ რაულ კუპერს ესპანეთის პრიმერადივიზიონის კლუბი, “მალაგა” ეპატიჟება.
09:00 / 04-11-2009
ბალახიდან პოკერში ბალახის ჰოკეის 30 წლის ჰოლანდიელმა ვარსკვლავმა ფატიმა მორეირა დე მელომ კარიერის მწვერვალს 2008 წლის ზაფხულში უწია, როცა თავისი გუნდი პეკინის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონობამდე


11:05 / 30-10-2009
დიდას ლაზერის სხივით გაუსწორდნენ
იტალიური საფეხბურთო ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა “ნაპოლი” 15 000 ევროთი დააჯარიმა.
11:02 / 30-10-2009
“რეალს” მწვრთნელთან განშორება 11 მილიონი დაუჯდება
თუკი მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობა, გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ჩილელი სპეციალისტის, მანუელ პელეგრინის გადაყენებას
საინფორმაციო საიტებზე
http://www.presa.ge/ : http://www.ambebi.ge/ მოცემულ სტატიებში მოცემულია როგორც საქართველოში არსებული პოლიტიკური თუ ეკომომიკური მოვლენები,ასევე უცხოეთის სიახლეები.www.ambebi.ge უფრო ფართოდ განიხილავს საკითხებს და მეტად ორიენტირებულია უცხოეტის სიახლეებზე.

Wednesday, October 21, 2009

ახალი წელი ფშავ-ხევსურეთში


საღამო ჟამს დიასახლისი შეუდგებოდა საახალწლო კვერების გამოცხობას. პირველად გამოაცხობდნენ ბასილას, რომელსაც გრძელი წვერი და ნიგვზის თვალები ჰქონდა. შემდეგ აცხობდნენ: "ხარის ქედის" მრგვალ კვერებს, ცხვრის "ბუჟუნას", რომლის ცომსაც სახრეზე დაახვევდნენ და ისე გამოაცხობდნენ, "ბედის პური" ცხვებოდა დიდი და შიგ ატანდნენ თეთრ აბაზიანს.

შემდეგ დიასახლისი აცხობდა "ბანის პურებს" და "ქათამ-წიწილას" პურებს, რომელსაც ვაშლის ფორმა ჰქონდა და გარშემო ცომის უკეთებდნენ. აცხობდნენ სამეურნეო იარაღების ბედის კვერებსაც.: ცელს, გუთანს,პურის ორმოს, ქერისას და დიკისას.

ამის შემდეგ სახლის უფროსი კვერებს საახალწლო ტაბლაზე დაალაგებდა. შუაში ესვენა ბასილა, რომელსაც ხელები გულზე ჰქონდა გადაჯვარედინებული. თავთან და ფეხებთან ბასილას ბანის პურებს დაუდებდნენ. ტაბლაზე დადებდნენ თაფლიან ჯამს, ჰალვას, გოზინაყს და ტყვიას. ამ ტაბლას ოჯახის უფროსი კერასთან მიდგამდა.

მამლის ყივილისას ამ ტაბლას აიღებდა, ავიდოდა სახლის ბანზე და დარბაზის გვირგვინს სამჯერ შემოუვლიდა ლოცვით; "ერდოსა შენსა შემოვდგი ფეხი, ჩემო ცოლშვილო გწყალობდეს ღმერთი, ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისა, გწყალობდეს წმ. ბასილას მადლი."

Monday, October 19, 2009


ჩინური ახალი წელი (ჩინური: 春節, 春节, ჩუნჯიე; 農曆新年, 农历新年, ნონგლი ხინნიან; ან 過年, 过年, გუონიან) ასევე ცნობილი როგორც მთვარის ახალი წელი, ან გაზაფხულის ფესტივალი, ჩინურ ტრადიციულ დღესასწაულთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანია. ის მოიცავს დღესასწაულთა მთელ სერიას, დაწყებული ახალი წლის დადგომიდან, რომელიც აღინიშნება ჩინური კალენდრის წლის პირველი თვის პირველ დღეს, ანუ, ზამთრის ბუნიობის შემდეგ მეორე ახალი მთვარის დღეს, და დამთავრებული ფარნების ფესტივალით (თვის მეთხუთმეტე დღეს).

Wednesday, October 7, 2009

ჩემს შესახებ


გამარჯობა. მე ვარ ლიკა ოღლიშვილი.19 წლის, დავიბადე 1990 წლის 14 თებერვალს.სკოლა დავამთავრე კახეთში,სოფელ ველისციხეში.მყავს ოჯახი:მშობლები და და-ძმა.ამჟამად ვცხოვრობ თბილისში.ვსწვლობ ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში მესამე კურსზე,შევისწავლი საბანკო-საფინანსო საქმეს და ჟურნალისტიკას.ვფიქრობ,საინერესო და მომგებიანია ამ პროფესიების თანხედრა. დაინტერტესებუყლი ვარ ფოტოჟურნალისტიკით და ქართული-ხალხური ცეკვებით.